Поиск по этому блогу

суббота, 10 апреля 2010 г.

მარიკა ჯიქია



1. პროექტის სახელი: მარტვილი

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მარტვილის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.

3. პროექტის სრული აღწეარა: მარტვილი, ჭყონდიდი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მარტვილის მონასტერი წარმოადგენს VII-IX საუკუნის ძეგლს.მონასტერი დგას ბორცვზე საიდანაც თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, იგი წარმოადგენს ჯვრის ტიპის სამონასტრო კომპლექსს, მონასტერი აგებულია იმ ადგილას სადაც ადრე იდგა ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე, იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანსსცემდა და ჩვილებს სწირავდნენ.

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა რომელიც მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანას. მუზეუმში დაცულია ნუმიზმატიკური მასალა ძვ.წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი. ფერწერული ნამუშევრები: ლადო გუდიაშვილის ,,სამაია" და ელენე ახვლედიანის ,,ჩვენი სოფელი". მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.

ჭყონდიდის ეპარქია:ჭყონდიდის ეპარქია მოიცავს აბაშას, მარტვილს და ჩხოროწყუს მიმდებარე ტერიტორიას. ქრისტიანობის გავრცელებას ამ მხარეში მიაწერენ ანდრია პირველწოდებულს. დავით აღმაშენებელმა მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია ჭყონდიდელი მღვდელმთავარი.

4. მონაწილეთა ასაკი: 10-18 წ.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დიალოგი, დისკუსია, ექსკურსია, პრეზენტაცია, ექსკურსიის დროს გადაღებული სურათებით სკოლაში მოეწყოს ფოტო გამოფენა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შედიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნობიან მარტვილის სამონასტრო კომპლექსსა და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.ანალიზის, მჯელობისა და აზროვნების გამდიდრება.

8. სასარგებლო სხვებისთვის: ისტორიული ცოდნის და უნარების გამდიდრება;

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხავ სკოლიდან:

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ბუნება, ხელოვნება;

12. პროექტის ფალსიფიკატორი: მარიკა ჯიქია

13. ფალსილიტატორის ელ.ფოსტა: marika.jiqia@gmail.com. maro_jikia@yahoo.com

14. პროექტის ფორუმი: tbilisis forumi

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: wikipedia.org google.com karavi.ge martvili.ge